Sunday, February 28, 2016

მეხუთე მოდულის რეფლექსია:
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროექტების შეფასების ოთხი ნაწილის შესახებ კონკრეტული ცოდნის მიღება, შაბლონის შევსება სტრატეგიების გამოყენებით; გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თითოეულ მეთოდს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტი; უკეთ შევისწავლე  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების შედგენა. ეს დღე იყო ნაყოფიერი-დათო მალანიამ სისტემაში მოიყვანა და უფრო ცხადი გახადა ჩემი ცოდნა.

Saturday, February 27, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია:
 ეს მოდული დამეხმარა გავრკვეულიყავი საავტორო უფლებებში, რომლის ცოდნის შემდეგ თავიდან ავიცილებ დარღვევებს და დავიცავ როგორც ჩემ, ისე მოსწავლეთა და სხვა  პირთა უფლებებს პროექტებზე მუშაობისას.

Sunday, February 21, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით, კერძოდ, როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები, რომლის გარეშე ვერ შევძლებ პროექტის სწორი გეგმის შედგენას; საინტერესო იყო ამ მხრივ ტრეინერის მიერ მოწონებული პრეზენტაცია.

Saturday, February 20, 2016

მეორე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით, მაგალითად, სასწავლო პროექტი უნდა იყოს მორგებული სტანდარტით გათვალისწინებულ მაღალ სააზროვნო უნარებზე. ძალიან დამაინტერესა განახლებულმა ბლუმის ტაქსონომიამ.

Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მოლოდინი

იმედია, შევძლებ პროექტების წერას ინტელის ტრენინგის მეშვეობით, მასწავლებელიც კარგი გვყავს და კოლეგებიც. იგრძნობა პოზიტიური განწყობა, რთულია, მაგრამ საინტერესო.