Sunday, March 6, 2016

მერვე დღის რეფლექსია

ეს დღე ყველაზე საინტერესო, საჭირო და რთული იყო- ავტვირთეთ პორტფოლიო, გავიგეთ, როგორ კეთდება ბუკლეტი, ვისწავლეთ კომენტარების დადება ბლოგებზე და რაც მთავარია, როგორ გამოვიყენებთ ამას  სწავლებაში. როგორც ტრენერისგან გავიგეთ, ამ სტრატეგიით  მასწავლებელი შეძლებს ცოდნის ეფექტურად გადაცემას. ცნობილია, მოსწავლეებს უყვართ კომენტარების წერა. ამ შემთხვევაში კომენტარის გაკეთებისას მოსწავლე "იძულებული" ხდება წაიკითხოს  თანაკლასელის მიერ დადებული მასალა, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ  ეს კითხვას შეუწყობს ხელს, ხოლო კითხვა-ცოდნის მიღებას.

Saturday, March 5, 2016

პროექტის პორტფოლიო

დააჭირეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

მეშვიდე დღის რეფლექსია

შევისწავლეთ პრეზენტაციის დრაივზე განთავსება და ბლოგზე გამოქვეყნება.
ეს მოდული დამეხმარება მომავალში ახალი პრეზენტაციების  ბლოგზე ატვირთვასა და გამოქვეყნებაში. სამუშაო იყო ძალიან საინტერესო და აუცილებელი.

მოსწავლის პრეზენტაცია

Sunday, February 28, 2016

მეხუთე მოდულის რეფლექსია:
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროექტების შეფასების ოთხი ნაწილის შესახებ კონკრეტული ცოდნის მიღება, შაბლონის შევსება სტრატეგიების გამოყენებით; გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თითოეულ მეთოდს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტი; უკეთ შევისწავლე  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების შედგენა. ეს დღე იყო ნაყოფიერი-დათო მალანიამ სისტემაში მოიყვანა და უფრო ცხადი გახადა ჩემი ცოდნა.

Saturday, February 27, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია:
 ეს მოდული დამეხმარა გავრკვეულიყავი საავტორო უფლებებში, რომლის ცოდნის შემდეგ თავიდან ავიცილებ დარღვევებს და დავიცავ როგორც ჩემ, ისე მოსწავლეთა და სხვა  პირთა უფლებებს პროექტებზე მუშაობისას.

Sunday, February 21, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით, კერძოდ, როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები, რომლის გარეშე ვერ შევძლებ პროექტის სწორი გეგმის შედგენას; საინტერესო იყო ამ მხრივ ტრეინერის მიერ მოწონებული პრეზენტაცია.

Saturday, February 20, 2016

მეორე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით, მაგალითად, სასწავლო პროექტი უნდა იყოს მორგებული სტანდარტით გათვალისწინებულ მაღალ სააზროვნო უნარებზე. ძალიან დამაინტერესა განახლებულმა ბლუმის ტაქსონომიამ.

Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მოლოდინი

იმედია, შევძლებ პროექტების წერას ინტელის ტრენინგის მეშვეობით, მასწავლებელიც კარგი გვყავს და კოლეგებიც. იგრძნობა პოზიტიური განწყობა, რთულია, მაგრამ საინტერესო.