„ყოველ სწავლასა და ცოდნას საძირკვლად საკუთარი მწერლობისა და ვითარების ცოდნა უნდა დაედოს“( ი. ჭავჭავაძე)
Sunday, March 6, 2016
მერვე დღის რეფლექსია
ეს დღე ყველაზე საინტერესო, საჭირო და რთული იყო- ავტვირთეთ პორტფოლიო, გავიგეთ, როგორ კეთდება ბუკლეტი, ვისწავლეთ კომენტარების დადება ბლოგებზე და რაც მთავარია, როგორ გამოვიყენებთ ამას სწავლებაში. როგორც ტრენერისგან გავიგეთ, ამ სტრატეგიით მასწავლებელი შეძლებს ცოდნის ეფექტურად გადაცემას. ცნობილია, მოსწავლეებს უყვართ კომენტარების წერა. ამ შემთხვევაში კომენტარის გაკეთებისას მოსწავლე "იძულებული" ხდება წაიკითხოს თანაკლასელის მიერ დადებული მასალა, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ ეს კითხვას შეუწყობს ხელს, ხოლო კითხვა-ცოდნის მიღებას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment