მეხუთე მოდულის რეფლექსია:
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროექტების შეფასების ოთხი ნაწილის შესახებ კონკრეტული ცოდნის მიღება, შაბლონის შევსება სტრატეგიების გამოყენებით; გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თითოეულ მეთოდს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტი; უკეთ შევისწავლე პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების შედგენა. ეს დღე იყო ნაყოფიერი-დათო მალანიამ სისტემაში მოიყვანა და უფრო ცხადი გახადა ჩემი ცოდნა.
თქვენ მართებულად აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია პრეზენტაციის სწორად შეფასებისთვის რუბრიკების შედგენა. გავითვალისწინებ მე–5 მოდულის მოთხოვნებს თქვენი რეკომენდაციების მიხედვით.
ReplyDelete